Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იცავს სირიის რეჟიმს უცხოეთიდან ინტერვენციის მუქარის ფონზე


რუსეთი სირიის მთავრობის მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურა სირიაში უცხოეთიდან ინტერვენციის მუქარას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიის მმართველი რეჟიმი, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, დაშვებულ ზღვარს გადალახავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერთადერთი, რაც უცხო ქვეყნებმა უნდა გააკეთონ სირიაში, ეს არის პირობების შექმნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და ოპოზიციონერ მებრძოლებს შორის დიალოგისათვის. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში სირიის ვიცე-პრემიერ ყადრი ჯამილთან მოლაპარაკების შემდეგ. ობამა ორშაბათს დაემუქრა სირიის მთავრობას უმძიმესი შედეგებით - სავარაუდოდ, სამხედრო ოპერაციით - თუ დამასკი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს.
XS
SM
MD
LG