Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დაკავებული ჟურნალისტი პრეზიდენტის ბრძანებით გაათავისუფლეს


ეგვიპტეში დაკავებიდან რამდენიმე საათში გათავისუფლეს ჟურნალისტი ისლამ აფიფი, რომელსაც არეულობისკენ მოწოდებაში და ყალბი ხმების გავრცელებაში ედებოდა ბრალი. აფიფი გაათავისუფლეს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ბრძანების თანახმად, რომელიც კრძალავს ჟურნალისტის წინასწარ დაკავებას მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. მურსიმ პირველად გამოიყენა უფლება გამოსცეს ბრძანება, რომელსაც კანონის ძალა აქვს. აფიფი მცირე ზომის დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორია, რომელსაც პრეზიდენტის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG