Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორდობაში შეტაკებებისას 22 ადამიანი დაშავდა


არგენტინის ქალაქ კორდობაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 სამართალდამცავი. დემონსტრანტები პროტესტს აცხადებენ საპენსიო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ. მანამდე ქვეყნის პროფკავშირების ლიდერებმა უმაღლეს სასამართლოში აპელაცია შეიტანეს და მოითხოვეს საპენსიო რეფორმის გაუქმება, რომელიც კორდობაში საპენსიო ფონდების გაზრდის 6 თვით გადავადებას ითვალისწინებს. კორდობა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი პროვინცია და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ცენტრია.
XS
SM
MD
LG