Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორი ლიბერმანი: ირანი ატომური იარაღით მთელ მსოფლიოს შეუქმნის საფრთხეს


აშშ-ის სენატორი, ჯოზეფ ლიბერმანი რადიო თავისუფლების შტაბბინას ეწვია პრაღაში. კვირას, ლიბერმანმა, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს განუცხადა, რომ არსებობს „ნათელი“ მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი და თუ თეირანი ამ მიზანს მიაღწევს, ის მთელ მსოფლიოს შექუნის საფრთხეს:
„მე ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ აშშ-ის მთავრობის ახლანდელ მიდგომას ვემხრობი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს (არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ გაეროს საერთაშორისო უწყებების) „ნათელი“ მტკიცებულება იმისა, რომ ირანის რეჟიმი ქმნის იმის შესაძლებლობას, განავითაროს -არაერთი -ბირთვული იარაღი და რომ, თუ ეს მოხდა, საფრთხე შეექმნება მთელ რეგიონს და მთელ მსოფლიოს“. სენატორმა ლიბერმანმა იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ჩარევა არ გახდება საჭირო. მისი თქმით, აშშ-ში არავის სურს თავს დაესხას ირანის ბირთვულ ობიექტებს, მაგრამ ამერიკის მშვიდობისმოყვარეობა ხანდახან ჩვენს სისუსტედ ესმითო. ირანთან მშვიდობა გვსურს, თქვა დემოკრატმა სენატორმა, მაგრამ თუ ირანი არ გვიპასუხებს თავისი ბირთვული პროგრამის შეცვლით, აშშ-ის სამხედრო ქმედების პერსპექტივა მაღალიაო. თუ სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, აშშ იძულებული იქნება, უფრო მკაცრ მოქმედებას მიმართოს, განაცხადა ჯოზეფ ლიბერმანმა პრაღაში.
XS
SM
MD
LG