Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში საბჭოთა კავშირი დააბრუნა


ონის მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. სააგენტო ”ინტერპრენიუსის” ცნობით, კოალიციის მხარდამჭერებთან, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩაზე იყვნენ შეკრებილნი, მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ქალები შეძახილით, "გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს." ისინი აცხადებდნენ, რომ ონის რაიონის მოსახლეობის 90% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, ”ქართული ოცნების” აქციაზე კი უმეტესობა "ბიძინა ივანიშვილის ფულის გამო მივიდა." ნაციონალურ მოძრაობის მომხრეთა მსგავს განცხადებებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა გაღიზიანება მოჰყვა, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ონში ამ დროისთვის დასრულებულია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან, რომლებსაც კოალიციის ლიდერმა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი იდეოლოგიით საქართველოში საბჭოთა კავშირი დააბრუნა.
XS
SM
MD
LG