Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში აქცია გამართეს აფხაზეთიდან დევნილებმა


ბათუმში აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გამოასახლეს უცხოელი ინვესტორებისთვის გადასაცემი სასტუმროებიდან. სანაცვლოდ მათ გარკვეული კომპენსაცია მიიღეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, იძულებითი გამოსახლების შემდეგ მიღებული თანხის სიმცირის გამო დღემდე უსახლკაროდ არიან. დევნილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "პრეზიდენტო, უსახლკარო დევნილები პასუხს ელიან!" აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, საცხოვრებელი გამოუყოს ბათუმთან, დევნილებისთვის აშენებულ დასახლებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრში კარვების გაშლას აპირებენ.
XS
SM
MD
LG