Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება


საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მდებარე ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება - ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ. მისი განცხადებით, ოპერაციის პირველი სტადია დამთავრებულია, თუმცა ხეობაში კვლავ იმყოფებიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. მახარაძემ აღნიშნა, რომ რაიმე დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. ამავე სააგენტოსთან საუბრისას სოფელ ლაფანყურიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ხუთი ახალგაზრდიდან ერთ-ერთმა ლევან გარაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის და მისი მეგობრები შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ფულით და ტანსაცმლით დაასაჩუქრეს. "ტყვეობისას კარგად ვიყავით და ახლაც მშვიდად ვართ. ხმები, რაც სოფელში დადის, თითქოს დაგვასაჩუქრეს, სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადა გარაშვილმა. ”ინტერპრესნიუსის” შეკითხვას, ჰქონდათ თუ არა ტყვეობიდან გათავისუფლებულებს სამართალდამცველებისგან შეზღუდვა, რომ მძევლობის პერიოდზე მედიასთან არ ესაუბრათ, ლევან გარაშვილმა არ უპასუხა.
XS
SM
MD
LG