Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მტკიცებით, მოკლულ დივერსანტებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. „დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11(თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს,"- განაცხადა შინაგან სამქეთა მისნიტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა, რომლის სიტყვებსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერორესნიუსი“ იმოწმებს. მანამდე სოციალურ ქსელებზე, შემდეგ კი, პანკისის ხეობის მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. ბოევიკები პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან". ასევე ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაციაც, რომ საფლავების გათხრა უკვე დაწყებულია და ხელისუფლება გვამების გადაცემას დათანხმდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი, რომლებსაც ოფიციოზი „დივერსანტებად“ მოიხსენიებს, თუმცა, დღემდე არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ ვინ არიან ისინი და როგორ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG