Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 14 წლის პატიმარი გოგონა ციხეში დარჩება პარასკევამდე


პაკისტანის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 14 წლის ქრისტიანი გოგონა, რიმშა მასიჰი, რომელსაც ყურანის შეურაცხყოფა ბრალდება, პარასკევამდე დარჩება ციხეში. ისლამაბადში მოსამართლემ განაცხადა, რომ პარასკევამდე საქმის განხილვის გადადება გამოიწვია ადვოკატების გაფიცვამ. გოგონა დააპატიმრეს ორნახევარი კვირის წინ ბრალდებით, რომ მან ვითომ ყურანის გვერდები დაწვა. ამ ქვეყნის კანონით, ასეთი დანაშაული სიკვდილით ისჯება. რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს იმამი, რომელმაც ბრალი დასდო გოგონას ღვთის გმობაში. იმამი ეჭვმიტანილია გოგონას ცილისწამებაში. სასულიერო პირი ბრალდებას უარყოფს. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“, პაკისტანისთვის უპრეცედენტო უწოდა ფაქტს, გამოძიებულ იქნეს სასულიერო პირის მიმართ ეჭვი.
XS
SM
MD
LG