Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის უწყება ბაქოს აკრიტიკებს სომეხი ოფიცრის მკვლელის განთავისუფლების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აზერბაიჯანი და უნგრეთი აზერბაიჯანის არმიის სამუდამო პატიმრობამისჯილი ოფიცრის განთავისუფლების გამო. განთავისუფლებულს ბრალად ედებოდა სომხეთის არმიის ოფიცრის მკვლეობა. სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ რამილ საფაროვის განთავისუფლება საერთაშორისო მცდელობებს, განიმუხტოს დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ეწინააღმდეგება. საფაროვი უნგრეთში გაასამართლეს 2006 წელს. მას სომხეთის არმიის ოფიცრის, გურგენ მარკარიანის მოკვლისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საფაროვი და მარკარიანი ერთად იმყოფებოდნენ ნატოს მიერ ორგანიზე,ულ ენის შემსწავლელ კურსებზე. 31 აგვისტოს უნგრეთმა საფაროვი ბაქოს გადასცა მას მერე, რაც მიიღო ბაქოსგან პირობა, რომ სასჯელი აღსრულდებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეიწყალა საფაროვი ბაქოში ჩასვლის შემდეგ. სომხეთმა ოფიციალური პროტესტი განაცხადა საფაროვის განთავისუფლების გgმო და შეზღუდა დიპლომატიური ურთიერთობა უნრეთთან.
XS
SM
MD
LG