ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში, დაკრძალვაზე მოწყობილი აფეთქებისას. აფეთქება, სავარაუდოდ, მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. პროვინციის პოლიციის უფროსმა, აბდულა სტანეკზაიმ თალიბებს დააკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, თავდასხმა, რომელიც მოეწყო გავლენიანი ადგილობრივი ლიდერის დასაფლავებაზე, მიმართული იყო დურ ბაბის რაიონის გუბერნატორის, ჰამეშა გულის წინააღმდეგ. სტანეკზაის ინფორმაციით, გუბერნატორი დაიჭრა. ჯერ არ არის ცნობილი თალიბანის კომენტარი ამ თავდასხმაზე.
ყველაზე პოპულარული
1