Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის პრეზიდენტი პროვოკაციებში ადანაშაულებს ჩეჩენ კოლეგას


სამხრეთ რუსეთში მდებარე ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იუნუს-ბეკ ევკუროვი პროვოკაციებში ადანაშაულებს ჩეჩენ კოლეგა რამზან კადიროვს ორი რესპუბლიკის საზღვრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. კერძოდ, კადიროვმა „ძველი ჩეჩნური ტერიტორიები“ უწოდა ინგუშეთში მდებარე სუნჟის რაიონსა და მალგობეკის რაიონის ზოგ ნაწილს. კადიროვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოითხოვს „მკაფიო ადმინისტრაციული საზღვრის“ გავლებას ჩრდილოეთ კავკასიის ორ რესპუბლიკას შორის.
XS
SM
MD
LG