Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-მდე ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად


სირიელი აქტივისტების მონაცემებით, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა მთავრობის ჯარების მიერ ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად. ამ ცნობას ავრცელებს ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია“. ხოლო სირიის სახელმწიფო ტელევიზია მაღალი რანგის სამხედრო სარდლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის ჯარების გეგმაა, 10 დღეში აღადგინონ კონტროლი ალეპოზე. სირიის ამ, უდიდესი ქალაქისათვის ბრძოლა ორი თვის წინ დაიწყო. მთავრობის ჯარებმა მეამბოხეები განდევნეს ალეპოს რამდენიმე რაიონიდან. დღეს ეგვიპტეში ჩატარდება შეხვედრა, რომელზეც არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ სირიის კრიზისის შესახებ.
XS
SM
MD
LG