ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ISAF-ის განცხადებაში არ არის მოყვანილი დაღუპულების ვინაობა და ნათქვამია, რომ იძიებენ ავარიის მიზეზებს. თალიბანი აცხადებს, რომ ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს ნატოს ორი ვერტმფრენი, თუმცა, ოფიციალური პირები არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.
ყველაზე პოპულარული
1