Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენმდივანი მკაცრად აკრიტიკებს უშიშროების საბჭოს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გაეროს მკაცრად გააკრიტიკა უშიშროების საბჭო და განაცხადა, რომ ეს ორგანო ვერ ახერხებს სისხლისღვრას გადაარჩინოს სირიის მოსახლეობა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს უმოქმედობის შედეგად დაზარალდა სირიელი ხალხი და სერიოზული ზიანი მიადგა ორგანიზაციის იმიჯსაც. ბან კი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სირიაში ვითარების გამოსასწორებლად.
XS
SM
MD
LG