Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ამერიკელებს არ ჰპირდება „იოლ გზას“


ბარაკ ობამამ ოფიციალურად განაცხადა თანხმობა მეორედაც მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის დროსაც, მისი თქმით, ამომრჩეველი დგას „უცხადესი არჩევანის წინაშე, ვიდრე ეს რომელიმე თაობაში ყოფილა.“ ობამას გამოსვლამდე დემოკრატიული პარტიის ყრილობას სიტყვით მიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც ამერიკელებს „უიმედობისა და ეკონომიკური ვარდნისაგან იმედიანი და ბედნიერი მომავლისაკენ სვლას დაჰპირდა.“ ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ იოლი გზით არასოდეს უვლია და არც ახლა ჰპირდება ამერიკელებს ისეთ გზას, რომლის გავლაც იოლად და სწრაფად შეიძლება.“ აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობს 8.3 %-მდე შეამციროს უმუშევრობის დონე ქვეყანაში. თუმცა, ობამას თქმით ამ პრობლემის მოგვარებას, რაც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა, მრავალი წელი დასჭირდება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამა პოპულარობის რეიტინგით მხოლოდ მცირედით უსწრებს მეტოქეს, რესპუბლიკელთა კანდიდატ მიტ რომნის.
XS
SM
MD
LG