პაკისტანის სასამართლომ პარასკევს თავდებით გაათავისუფლა ქრისტიანი გოგონა, რომელიც საპატიმროში იყო ღვთის გმობის დანაშაულში, რასაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მოსამართლე მუჰამედ აზამ ხანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა რიმსა მასიჰი, რომელიც ისლამაბადის ღარიბ გარეუბანში 16 აგვისტოს დააპატიმრეს ყურანის სურების შემცველი ქაღალდების დაწვი გამო. მასიჰის დაპატიმრების წინააღმდეგ კომპანიის მონაწილეებმა გააძლიერეს ქრისტიანი გოგონას ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც პოლიციამ შაბათს დააკავა მუსლიმანი სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილია მტკიცებულებათა შეთითხნის გამო. სჯულის გმობა პაკისტანში ითვლება უმძიმეს დანაშაულად, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ყველაზე პოპულარული
1