Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ამერიკელმა სენატორებმა


საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა. თბილისიდან გამგზავრებამდე სენატორმა მაკკეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი არჩევნების სამართლიანობაში დარწმუნებულნი არიან და მხარს არა რომელიმე კანდიდატს, არამედ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას უჭერენ. სენატორმა გრემმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ვერაფერს მოუხერხებს, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე იცის თავისუფლების გემო. "აშშ და ნატო საქართველოს მადლიერნი არიან ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის და ნატო საქართველოსთან დაახლოებას დააჩქარებს", - განაცხადა ლინდსი გრემმა. თბილისიდან გამგზავრებამდე ამერიკელი სენატორები ბათუმსა და მესტიაში იმყოფებოდნენ. მათ ყვარელში საკუთარ სახლში უმასპინძლა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG