Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს შენ გეხება" მოითხოვს, „მასტ კერის“ პრინციპის მოქმედება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს


კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდშიც იყოს უზრუნველყოფილი "მასტ კერისა" და "მასტ ოფერის" პრინციპის მოქმედება და გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე საბოლოოდ გადასვლამდე. კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "მასტ კერისა" და "მასტ ოფერის" ამოქმედებამ მრავალფეროვანი ინფორმაციის თანაბრად ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია, რადგან საკაბელო კომპანიების მომსახურებით ვერ სარგებლობენ. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორები ხელისუფლებას მიმართავენ, დროულად გაუქმდეს მედიასაშუალებების კუთვნილი სატელიტური ანტენებისთვის დაწესებული ყადაღა და უზრუნველყოფილი იყოს მათი გავრცელება. ”ეს შენ გეხება”-ს მონაწილენი მიიჩნევენ, რომ ის, რაც სატელიტური ანტენების გამო მოხდა, ეწინააღმდეგება ხელისუფლების საჯარო განცხადებებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მზადყოფნის შესახებ.
XS
SM
MD
LG