Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ლოპოტის ხეობაში ახმეტ ჩატაევი დააკავა


ლოპოტის ხეობაში დაკავებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ახმეტ ჩატაევი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური ცნობაში არ არის მითითებული, თუ როდის დააკავეს ჩატაევი და არის თუ არა იგი იმ „დივერსიული ჯგუფიდან“, რომლის 11 წევრიც სპეცოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცველებმა 29 აგვისტოს გაანადგურეს. ლოპოტის ხეობაში დივერსიულ ჯგუფთან შეტაკებაში საქართველოს სამხედრო უწყების სამი წარმომადგენელიც დაიღუპა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ახმეტ ჩატაევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან.
XS
SM
MD
LG