Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


სომალიში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ პოსტისთვის 25 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა სომალის ამჟამინდელი პრეზიდენტი შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი და პრემიერ-მინისტრი აბდიველ მუჰამედ ალი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია დეპუტატების ხმათა ორი მესამედის მიღება. პრეზიდენტი შეიხ აჰმედი, რომელიც ქვეყანას სათავეში 2009 წლიდან უდგას, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მიიჩნევა. მიუხედავად არჩევნების გაყალბების ალბათობისა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება არჩევნებს.
XS
SM
MD
LG