Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეცბაია და დელ ბოსკე პრესკონფერენციებს გამართავენ


საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები თემურ ქეცბაია და ვისენტე დელ ბოსკე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელთა მწვრთნელის პრესკონფერენცია სასტუმრო "რედიოსონში" 12.30 საათისთვის გაიმართება, თემურ ქეცბაიასი კი - 18.00 საათზე "დინამო არენაზე". დღესვე დაგეგმილია საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდების ვარჯიშები. ესპანელი და ქართველი ფეხბურთელები დღის ბოლოს ივარჯიშებენ. მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 11 სექტემბერს გაიმართება. შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა ბელორუსებს 1:0 მოუგეს. ესპანეთის ნაკრები თბილისში გუშინ ჩამოვიდა.
XS
SM
MD
LG