თბილისში გამართულ ”ამბასადორიალს” სტატიას უძღვნის ”კომერსანტი”. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სტუმრებზე, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ და თბილისში მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრები გამართეს. სტატიის ავტორის თქმით, ”ამბასადორიალით” საქართველოს მთავრობა წინასაარჩევნოდ შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური კურსი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამას მიაწერა ავტორმა სტუმრების მნიშვნელობაც. სტატიაში ნახსენებია, რომ ერთ-ერთი ასეთი სტუმარი ნატოს გენერალური მდივანი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და შემდეგ სააკაშვილთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართა. ”თუ რაზე საუბრობდნენ სააკაშვილი და რასმუსენი, ამის გამოცნობა პრესკონფერენციაზე გაკათებული განცხადებების მიხედვით მარტივია”, - ვკითხულობთ სტატიაში.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ”საქართველოს მომავალი ნატოა”, რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს. ამის შესახებ ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს. ”მსგავსი გამონათქვამები ადასტურებს, რომ ნატომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო გაკვეთილი 2008 წელს სამხრეთ კავკასიაში დატრიალებული ტრაგედიიდან და ისინი აგრძელებენ თბილისისთვის ”გამამხნევებელი” სიგნალების გაგზავნას”, - ამბობს ლუკაშევიჩი და ამატებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რეალური ნაბიჯი ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა გადაიდგას, სადაც საქართველომ თავის მეზობლებს ძალის გამოუყენებლობის გარანტია უნდა მისცეს.
”საპრეზიდენტო ბეჭედი” - იური ლეპისკის ამ წერილს ”როსიისკაია გაზეტა” აქვეყნებს. ლეპისკის პუბლიცისტური წერილი მის მოგონებებს ეხება, რომელიც ჟურნალისტს თბილისთან აკავშირებს. ავტორმა ამ ამბების გაერთიანება იმ ნივთის ისტორიის მოყოლით სცადა, რომელიც მან 1991 წელს თბილისიდან წაიღო. ლეპისკი იხსენებს, რომ 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოში სიტუაცია დაძაბული იყო და ხალხი ზვიად გამსახურდიათი იმედგაცრუებას ვერ მალავდა. პრეზიდენტის რეიტინგი ეცემოდა და მისი მომხრეებიც ნელ-ნელა მოწინააღმდეგეებად იქცეოდნენ. ლეპისკი იხსენებს, რომ მაშინ რუსთაველის ქუჩა ბეტონის ბლოკებით იყო გაყოფილი და იქ მიტინგები ყოველდღიურად ტარდებოდა. ასეთი დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ჟურნალისტს არ სურდა თბილისი ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრის გარეშე დაეტოვებინა. წერილში ლეპისკი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან აუდიენციის შესახებ ჰყვება. მისი თქმით, გამსახურდიამ პირველივე შეკითხვას შეკითხვით უპასუხა და დაინტერესდა, თუ რომელ გაზეთს წარმოადგენდა ლეპისკი, ხოლო როგორც კი ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, მაშინვე სთხოვა კაბინეტი დაეტოვებინა, ვინაიდან პრეზიდენტს ამ მედიასაშუალების პოზიცია არ მოსწონდა და გაზეთს არაობიექტურად, მიკერძოებულად მიიჩნევდა. ჟურნალისტმა წამოსვლის წინ გამსახურდიას უთხრა, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი ყოველ წუთს ეცემოდა და ეს ფაქტი მას პატივისცემას ნამდვილად ვერ მოუტანდა. თუმცა გამსახურდიამ მაინც აღარ გააგრძელა მასთან საუბარი.
ლეპისკის თბილისის დატოვება მოუხდა, მაგრამ ოთხ თვეში კვლავ უკან დაბრუნდა. იმ პერიოდის თბილისს ლეპისკი თავის წერილში აღწერს და ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩის ცნობა შეუძლებელი იყო, შენობები ნანგრევებად ქცეულიყვნენ და ხეები სადღაც გამქრალიყვნენ. ის იხსენებს, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ”მთავრობის სახლთან”, რამდენიმე შლაგბაუმი იდგა, რომლისთვის გვერდის ავლაც სცადა, მაგრამ შეაჩერეს და წინსვლის საშუალება არ მისცეს. ჟურნალისტი ჯაბა იოსელიანმა საკუთარ ვაგონში მიიწვია და მხოლოდ ”მხედრიონის” ლიდერთან გასაუბრების შემდეგ მიეცა საშუალება გზა გაეგრძელებინა. იოსელიანმა ლეპისკის ხელწერილიც კი დააწერინა, რომ საკუთარ თავზე პასუხს თვითონ აგებდა. ჟურნალისტი აღწერს თავის შთაბეჭდილებებს, როცა ის მეორედ შევიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოთახში, რომელიც აოხრებული დახვდა. ოთახში ავტორმა ნახევრად დამწვარი, ყდამოხეული ბულატ ოკუჯავას ლექსების კრებული იპოვა, იქვე ნახა საპრეზიდენტო ბეჭედიც, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაეტოვებინა. ჟურნალისტმა კრებულიც და ბეჭედიც რუსეთში წაიღო და დღემდე ინახავს როგორც რელიკვიას, რომელიც მას 1991 წლის თბილისს ახსენებს.