Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და სერბეთის პრეზიდენტები გაზით მომარაგებაზე იმსჯელებენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს სოჭში ხვდება სერბ კოლეგა ტომისლავ ნიკოლიჩს. პუტინის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელებენ ენერგომომარაგების „პრიორიტეტულ“ პროექტებზე, მათ შორის რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე - „სამხრეთის ნაკადად“ წოდებულ გაზსადენზე, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გავლით დაუკავშირდება ბალკანეთის ქვეყნებს. რუსეთისა და სერბეთის ლიდერები იმსჯელებენ ახალ საკრედიტო და ფინანსურ პროექტებზეც, ისევე როგორც ბალკანეთში სტაბილურობის საკითხზე. ნიკოლიჩი პუტინმა მიიწვია რუსეთში.
XS
SM
MD
LG