Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი, რომელიც აშშ-ს დაეხმარა ბინ ლადენის მოძებნაში, ამბობს, რომ პაკისტანში აწამეს


პაკისტანელი ექიმი შაკილ აფრიდი, რომელიც აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს დაეხმარა ოსამა ბინ ლადენის მოძებნაში, აცხადებს, რომ მას პაკისტანის ციხეში აწამებდნენ. შაკილ აფრიდი შარშან დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ ციხიდან მიცემულ პირველ ინტერვიუში, აფრიდიმ ამერიკულ ტელეარხ „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ პაკისტანის დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლები მას სიგარეტის ნამწვებითა და ელექტროშოკით აწამებდნენ. აფრიდის თქმით, პაკისტანის დაზვერვის უწყებათაშორისი კომისია შეერთებულ შტატებს მიიჩნევს თავის უდიდეს მტრად და აფრიდის გმობს დახმარებისათვის, რომელიც მან ამერიკელებს გაუწია ალ-ყაიდის ლიდერის მოსაძებნად. ცნობების თანახმად, პაკისტანელმა ექიმმა ვაქცინაციის პროგრამა გამოიყენა საიმისოდ, რომ მოეპოვებინა ბინ ლადენის ოჯახის წევრთა დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის) ნიმუშები. ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს მოკლეს პაკისტანის ქალაქ აბატობადში შეერთებული შტატების სპეცოპერაციის შედეგად. იმავე თვეში აფრიდის მიუსაჯეს 33 წლით პატიმრობა გასამხედროებული ჯგუფის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG