Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი: გამართლება არა აქვს საელჩოებზე თავდასხმას


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას აზრით, გამართლება არა აქვს საელჩოებზე თავდასხმებს, რომლებიც ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყანაში მოაწყეს წინასწარმეტველ მუჰამედის შესახებ ამერიკული სატირული ფილმით აღშფოთებულმა მუსლიმებმა. როგორც ობამამ აღნიშნა თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში, მას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ "შეერთებული შტატები პატივს სცემს ყველა რელიგიის მიმდევრებს, მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას და გმობს ნებისმიერი რელიგიის შეურაცხყოფას, ისლამის ჩათვლით. მაგრამ ძალადობას გამართლება არა აქვს“. შაბათს დილით ერთი ადამიანი დაიღუპა კაიროში, შეერთებული შტატების საელჩოსთან დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას. ტუნისში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს ოთხი ადამიანი შეიწირა დაპირისპირებამ. კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სუდანში, პარასკევის საპროტესტო აქციების და არეულობის შედეგად. სულ 20-ზე მეტ მუსლიმურ ქვეყანას მოედო ფილმით გამოწვეული პროტესტი, ზოგ შემთხვევაში ძალადობაც.
XS
SM
MD
LG