Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მინისტრები ”ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდნენ


ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდნენ. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს კოალიციის სტრატეგია, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს და პოლიტიკური ხედვები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ივანიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ პატივს სცემენ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდასაჭერად. დღესვე ”ქართულმა ოცნებამ,” კერძოდ, კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კვლავ დაადასტურა, რომ მათი საარჩევნო ბლოკი შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ პარტიათა ქცევის კოდექსს. ფანჯიკიძის განმარტებით, თუ ამ თემაზე სპეკულაციები მომავალშიც გაგრძელდება, კოალიცია ჩათვლის, რომ საქმე აქვს ნაციონალური მოძრაობის აგიტატორებთან.
XS
SM
MD
LG