Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო განცხადებით ეხმაურება გავრცელებელ ვიდეოჩანაწერებს


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომლითაც ის ეხმაურება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და, ზოგადად, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებების დარღვევებს: ”ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო.” განცხადებაში აგრეთვე საუბარია სახალხო დამცველისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის მოხსენებებზე, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია პატიმართა უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. აშშ-ის საელჩო საქართველოს მთავრობას სთხოვს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. ”საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას. ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG