Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნისეფი გმობს სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევას


გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მკაცრად გმობს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნისეფმა გაავრცელა არასრულწლოვანთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის ტელევიზიაში ჩვენების შემდეგ. იუნისეფის განცხადებაში მოყვანილია ციტატა ბავშვის უფლებების კონვენციიდან, რომ „არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“ (მუხლი 37, ბავშვის უფლებათა კონვენცია). განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამავე უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ შეთანხმებებსა და კონვენციებში, რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. იუნისეფი მთავრობას მოუწოდებს, დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
XS
SM
MD
LG