Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს გადაგომისაკენ მოუწოდებს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ბოლო რჩევა" მისცა საქართველოს პრეზიდენტს და მოუწოდა, რომ „რაც შეიძლება სწრაფად გადაგეს“. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა ქალაქ ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. „მან მოახერხა და დააფუძნა ჩვენს ქვეყანაში სიცრუის მანქანა... მან დააფუძნა ის წამებაც, რაც ჩვენ ვნახეთ ციხეებში. ყველა კარტი გახსნილია; მას თამაში აღარ დარჩა; ყველამ ყველაფერი ვიცით აქაც და ევროპაშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ გადაგომით სააკაშვილი „ხელისუფლებას გარკვეულწილად ღირსებას შეუნარჩუნებს.“ საქართველოს უხუცესთა დარბაზი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო კი მმართველი პარტია "ნაცმოძრაობისა" და "მისი სატელიტი პარტიების" საარჩევნო სიიდან მოხსნას ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს უხუცესთა დარბაზის თავმჯდომარე, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე აწერს ხელს.
XS
SM
MD
LG