Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა


ლიბიის ქალაქ ბენღაზიში სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეიარაღებულ ისლამისტთა რამდენიმე ბაზა ჩაიგდეს ხელში. როგორც იტყობინებიან, მსხვერპლი მოხდა შაბათს დილით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჰატის ბრიგადის შტაბბინის მახლობლად დაპირისპირებისას. გარდა ამისა, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიჭრა. იერიში განხორციელდა ისლამისტური ჯგუფის, ანსარ ალ-შარიას შტაბბინაზეც. ეს ჯგუფი ეჭვმიტანილია ბენღაზიში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმასთან კავშირში, რომლის დროსაც დაიღუპნენ ელჩი ქრის სტივენსი და კიდევ სამი ამერიკელი. დღევანდელი დაპირისპირება მოხდა მას მერე, რაც 30 ათასამდე ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია ქალაქში შეიარაღებული დაჯგუფებების გავლენის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები გამართა ასობით ექსტრემისტმა ისლამისტმაც.
XS
SM
MD
LG