Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს განცხადებით, ილია მეორის ქადაგებაში გაუგებარი არაფერი ყოფილა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თანახმად, კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 21 სექტემბრის ქადაგებაში, რომელიც საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გამოაშკარავებას უკავშირდებოდა, არაფერი ყოფილა სადავო და გაუგებარი. როგორც საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებრობა გამოიწვია ილია მეორის ფრაზამ: „ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ.“ საპატრიარქო განმარტავს, რომ არასწორია საზოგადოების ერთი ნაწილის დასკვნა, თითქოს „მის უწმინდესობას არ მოეწონა ცნობილი საშინელი კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი“. „პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმინდესობა ბრძანებს: უცხოეთში ‘თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს’“, ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG