Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა არეშიძის შტაბის წევრს სახეში ქიმიური ნივთიერება შეასხეს


ქართული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ წუხელ თავს დაესხნენ მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს ბუბა დვალს, რომელსაც სადარბაზოსთან უცნობმა პირმა სახეში გაურკვეველი სითხე შეასხა, რამაც თვალის დაზიანება გამოიწვია და მას ოპერაცია ჩაუტარდა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” კოალიცია ”ქართულ ოცნების” ვარაუდზე წერს, რომ ეს სითხე მჟავა იყო. ”ნეტგაზეთს” ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ დვალს მხედველობა აქვს დაკარგული: "სახლში მისვლისას, მუხიანში, ბუბა დვალმა საცხოვრებელ კორპუსთან დაინახა "შკოდას" მარკის თეთრი ავტომობილი ტრანზიტული ნომრებით. მან აღნიშნული ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და ფრთხილად გაემართა სადარბაზოსკენ. სადარბაზოში შესულმა კედლისკენ პირით დაინახა ადამიანი ქალის სილუეტით. ბუბა მას მიუახლოვდა და უნდა ეკითხა, რამე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ამ დროს აღნიშნული პიროვნება შემოტრიალდა და ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შემდეგაც მას თვალები აეწვა და მხედველობა დაკარგა, მოგვიანებით, მან საავადმყოფოში აღიდგინა, რომ თავდამსხმელი სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა, ჩაჯდა ავტომობილში, რომელიც სწრაფად მოწყდა ადგილს. ბუბას ეჭვი აქვს, რომ ეს სწორედ ის "შკოდა" იყო", – განუცხადა "ნეტგაზეთს" მამუკა არეშიძემ. მანვე მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისულა, შემდეგ ბუბა დვალის ოჯახში მივიდა და დილის 5 საათის ინფორმაციით, ისინი არ იყვნენ მისული საავადმყოფოში და არ ჰყავდათ დაკითხული დაზარალებული. მამუკა არეშიძის თქმით, რომ ბუბა დვალის სამედიცინო გამოკვლევების პასუხი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, რის შემდეგაც ექიმები იტყვიან, ბუბა დვალს აღუდგება თუ არა მხედველობა.
XS
SM
MD
LG