Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განაგრძობს სანქციების შესუსტებას მიანმარისათვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს მიანმარისათვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. კლინტონმა თქვა, რომ გააუქმებს მიანმარიდან აშშ-ში საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ითხოვდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიანმარში განხორციელებული რეფორმების მხარდასაჭერად მიიღო.
XS
SM
MD
LG