სომალის ქალაქ კისმაიოდან შეიარაღებული მებრძოლების წასვლის შემდეგ ქალაქში ქაოსმა დაისადგურა და ძალადობის მრავალრიცხოვანი ფაქტის შესახებ იტყობინებიან. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის სამი მოსახლე მოკლეს. იტყობინებიან, რომ დაჯგუფება „ჯამაათ ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა გამოაცხადეს ქალაქიდან შენაერთების გაყვანის შესახებ. ეს ქალაქი მეამბოხეთა ერთ-ერთ საყრდენ პუნქტად ითვლებოდა სომალის სამხრეთში. დაჯგუფება აცხადებს, რომ შენაერთების გაყვანა ტაქტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი.
ყველაზე პოპულარული
1