ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თბილისის არაერთ საარჩევნო უბანთან დგანან ადამიანები სიებით ხელში, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა, რომელმაც, ”ინტერპრესნიუსტან” საუბარში განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლის მოწვევის კამპანიას ახორციელებს. "ჩვენ, კარდაკარისას, წინასწარ იდენტიფიცირებული გვყავს ჩვენი მხარდამჭერები, ამიტომ საარჩევნო უბნებთან მათი მოწვევის კამპანიას ვახორციელებთ” - განმარტა ჩიორა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ხორციელდება.
ყველაზე პოპულარული
1