Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფოს ბედი წყდება


თბილისში, მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში „საქართველოს სახელმწიფოს ბედი წყდება“. ჟურნალისტებთან საუბრისას, სააკაშვილმა დასძინა, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მისი მომავლისთვის. „ჩვენს ქვეყანაში დღეს გაირკვევა, რა ბედი ელის ევროპულ ოცნებას დედამიწის ამ რეგიონში, რა ბედი ელის დემოკრატიის იდეას და რა ბედი ელის რეფორმებს“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20 საათზე დაიხურება.
XS
SM
MD
LG