Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერიოზულ მოლოდინს უკავშირებს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეთრინ ეშტონის პრესმდივნის მაია კოციანჩიჩის თქმით, ის, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნისა და ევროპის კავშირის მომავალ ურთიერთობას. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ არჩევნებს სერიოზულ მოლოდინს ვუკავშირებთ და რომ სწორედ ის განაპირობებს საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის ტემპსა და ინტენსივობას“, აღნიშნა კოციანჩიჩმა დღეს ბრიუსელში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG