Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აღდგა „Gmail-ის“ მუშაობა, „YouTube“კვლავ გათიშულია


ირანის ხელისუფლებამ აღადგინა „Gmail-ის“ მისაწვდომობა ორშაბათს. „google-ის” პოპულარული საფოსტო სამსახური ერთი კვირის განმავლობაში იყო მიუწვდომელი, რადგან „YouTube“-თ, რომელიც „Google-ის“ კუთვნილი ვებსაიტია, გავრცელდა ანტიისლამური ფილმი, რომელსაც სისხლიანი პროტესტი მოჰყვა მაჰმადიანურ სამყაროში. მთავრობის საინტერნეტო კომისია მუშაობს „YouTube“-სთვის ცენზურის დაწესებების ზომებზე. აკრძალვის გამო დაიჩივლეს ინტერნეტის მომხმარებლებმა და ოფიციალურმა პირებმა. „Gmail-ის“ მუშაობა განახლდა მას მერე, რაც მოხერხდა „Gmail-ის“ და „YouTube“-ს ერთმანეთთან ტექნიკურად განცალკევება. ორშაბათს „YouTube“ ირანში კვლავ ბლოკირებული იყო.
XS
SM
MD
LG