Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების დღეს ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა" გაავრცელა განცხადება


საქართველოში არჩევნების დღეს ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ”პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებულ” წინასაარჩევნო პერიოდში. ”მართალია, კოალიცია ”ქართულ ოცნებას” მეტწილად საშუალება ჰქონდა მიეწოდებინა ამომრჩევლისთვის თავისი გზავნილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მის მხარდამჭერებს აჯარიმებდნენ, ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, ან აპატიმრებდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვის გამო”, - განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა ნატალია ნოზაძემ. მისივე შეფასებით, ”ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში საჯარო მოხელეები, რომლებიც ასოცირდებიან მმართველ პარტიასთან, ზოგიერთ შემთხვევაში არასათანადოდ იყენებდნენ საჯარო უწყებებსა და ადმინისტრაციულ რესურსებს შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვისთვის."ამნესტი ინტერნეშნლი" მიიჩნევს, რომ დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ორი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. ერთი - ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველად დადგა რეალური გამოწვევის წინაშე მას შემდეგ, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბდა კოალიცია ”ქართული ოცნება.” და მეორე, 2010 წლის ოქტომბერში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პარლამენტი, რომელსაც ახლა ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აირჩევს პრემიერ-მინისტრს და ჩამოაყალიბებს მთავრობას, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების ხარჯზე.
XS
SM
MD
LG