Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებით, ლიდერობს “ქართული ოცნება“ (51%)


„რუსთავი 2“-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებით, რომლებიც ასახავს, თბილისის დროით, 16 საათის მონაცემებს, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია “ქართულ ოცნებას“ ერგო 51%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 41%. მათ 4%-ით მოჰყვება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა. "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, გამოკითხვა ჩაატარა კომპანია ”ედისონ რისერჩმა”. როგორც იუწყებიან, შეკითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 35%-მა.
XS
SM
MD
LG