Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს და სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა


”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესცენტრში მიიღო საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში. „ჩვენ აქ ბატონ ივანიშვილთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოსა და მისი დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 1 ოქტომბერს ქართველი ხალხისთვის ისტორიული დღე უწოდა სენატორმა ჯეიმს რიშმა. ”ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ იქცეოდნენ ქართველები და როგორ განახორციელეს ეს ცვლილება”, - განაცხადა სენატორმა. ჯეიმს რიშმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელიან არა მხოლოდ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გაგრძელებას, არამედ გაღრმავებასაც. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრისას იმსჯელა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის და საქართველოში დემოკრატიის განვითარების საკითხებზე.
XS
SM
MD
LG