Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი არჩევნები” აქვეყნებს პარალელური დათვლის შედეგებს


საპარლამენტო არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა დღეს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.” მისი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" ხმების 54,6% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 40,7%, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ორგანიზაციის განმარტებით, მის მიერ ხმების პარალელური დათვლა არ ზომავს მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს ისევე, როგორც არ ასახავს პარლამენტში მანდატების განაწილების პროპორციას. ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა დღეს არჩევნების მეთვალყურე კიდევ ერთმა ორგანიზაციამ. ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის"მონაცემებით, "ქართული ოცნება" 55,23%-ით ლიდერობს, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" კი - 39,55% აქვს.
XS
SM
MD
LG