Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში იმუნიტეტი მოუხსნეს კორუფციაში ბრალდებულ პარლამენტარს


სომხეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კორუფციაში ბრალდებული პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას. პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თხოვნით, იმუნიტეტი მოეხსნა ვარდან ოსკანიანისათვის, რათა გამოძიებულ იქნეს ბრალდება ფულის გათეთრების შესახებ. ოსკანიანი ეჭვმიტანილია მცდელობაში, გაეთეთრებინა 1,4 მლნ დოლარი, რომელიც უკანონოდ მიიღო პარტნიორებისაგან თავის საბანკო ანგარიშზე. ოსკანიანი ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG