Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ალეპოში აფეთქებებმა შეიწირა 30-მდე ადამიანი


სირიის ქალაქ ალეპოდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ მოედანზე სამი ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქებები მოხდა ალეპოს იმ ნაწილში, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქდა დანაღმული ავტომანქანები, რაშიც „ტერორისტებს“ ადანაშაულებენ - ჩვეულებრივ, ასე მოიხსენიებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აფეთქებები მოეწყო ოფიცრების კლუბთან. ალეპოში რამდენიმე კვირაა გრძელდება შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. მას შემდეგ, რაც 18 თვის წინ დაიწყო ამბოხება სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, აქტივისტების მონაცემებით, დაღუპულია 30 000-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG