რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება მართებთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაძლიერებლად, რადგან ურთიერთობაში „გადატვირთვა“ სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკისაკენ მოწოდებით გამოვიდა 2008 წელს პრეზიდენტად ინაუგურაციამდე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში მაინც რჩება დაძაბულობა რამდენიმე საკითხზე უთანხმოების გამო - მათ შორის უთანხმოებამ ანტისარაკეტო თავდაცვის, ადამიანის უფლებების, სირიის კონფლიქტის გარშემო. გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს „ურთიერთპატივისცემასა“ და „ჩაურევლობას“.
ყველაზე პოპულარული
1