აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი ტელედებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ოთხშაბათს ჩატარებული ტელედებატების შემდეგ, ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც, ოთხიდან თითქმის სამი ზრდასრული ადამიანი ამბობს, რომ რომნიმ დაამარცხა პრეზიდენტი. 50-თ მილიონამდე ამერიკელმა უყურა ტელედებატებს - პირველს სულ სამიდან, რომელიც შეერთებულ შტატებში 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება. ოთხშაბათის დებატების მთავარი თემა იყო ეკონომიკა.
ყველაზე პოპულარული
1