Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტი მხარს უჭერს სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას


თურქეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა მეზობელ სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ხუთშაბათს დამტკიცებული კანონპროექტი თურქეთის მთავრობას ერთი წლით აძლევს უფლებამოსილებას, სირიაში გააგზავნოს ჯარისკაცები საჰაერო იერიშების მისატანად. ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარალმენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც მოჰყვა რაკეტების დაშენას სირიის ტერიტორიიდან. ამ იერიშმა თურქეთში ხუთი სამოქალაქო პირი შეიწირა. თურქეთის ვიცე-პრემიერ ბეშირ ატალაის განცხადებით, კანონპროექტის მიღება არ ნიშნავს ომის მხარდაჭერას. დღეს გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება თურქეთის თხოვნით, მიმართოს საჭირო ზომებს სირიის აგრესიის შესაჩერებლად. გუშინ კი ჩატარდა ნატოს საბჭოს სხდომა, რომელზეც სირიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ქმედება ნატოს წევრი თურქეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG