Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს მიმართ გარკვეული პოლიტიკური ძალის მხრიდან მუქარის შესახებ. "მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია" - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, დღეს დილით იყო შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაარღვია კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის შესახებ, მასთან სახლში მივიდა და კონკრეტულ საარჩევნო დავაზე ესაუბრა. კუბლაშვილის განმარტებით, მომხდარ ფაქტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს და კანონის დამრღვევ პირს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება. კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა არანაირად არ არის დაკავშირებული და არ ჩაერევა პოლიტიკურ ცვლილებებში და ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსამართლეებმა პოლიტიკური ჩარევის გარეშე იმუშაონ.
XS
SM
MD
LG