Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო მაღალჩინოსანი ნიკოლოზ ჯანჯღავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს


წუხელ პატიმრობიდან გაათავისუფლეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ნიკოლოზ ჯანჯღავა, რომელიც 20 აგვისტოს იქნა დაკავებული, ცნობების თანახმად, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მას ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელი შეუმსუბუქდა და იზოლატორი 12 დღით ადრე დატოვა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჯანჯღავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა არ გახმაურებულიყო მისი დაკავების ფაქტი. ამავე წყაროს ცნობით, ჯანჯღავა აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხმა, როგორიც არიან ძმები ახალაიები და მიხეილ სააკაშვილი, პასუხი აგონ კანონის წინაშე. ”რომ არა 1 ოქტომბერი, ჩვენ აქ არ შევხვდებოდით, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკანონობების არქიტექტორი ადგილზეა და ბნელ საქმიანობას განაგრძობს“, ამბობს ჯანჯღავა.
XS
SM
MD
LG